მთავარი ბუღალტერი
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ყოველდღიური ოპერაციები: შემოსავლების აღრიცხვა ფილიალებისა და გადამხდელების მიხედვით, საბანკო და სალარო ოპერაციები, მომწოდებლების ინვოისები და გადახდები. - საგადასახადო და ხელფასები: ხელფასების დარიცხვა, rs.ge-ზე ყველა დეკლარაციის მომზადება/ გაგზავნა (დღგ უკუდაბეგვრა/გათავისუფლების რეჟიმი, საშემოსავლო, საპენსიო). - თვის დახურვა: დარიცხვები, შედარებები (რეკონსილაცია), ძირითადი საშუალებებისა და ლიზინგის აღრიცხვა, ყოველთვიური სავალუტო გადაფასება. - დებიტორები: სადაზღვევო კომპანიების ინვოისირება და დებიტორული დავალიანებების მიმდინარე კონტროლი. - სისტემური მოდერნიზაცია: მომზადებული ანგარიშთა გეგმის მიგრაციის განხორციელება და ანგარიშების მართვის წესების დანერგვა. - AI CFO-სთან თანამშრომლობა: სისტემის მიერ მომზადებული ჩანაწერებისა და ანალიზის გადამოწმება, შეცდომების დაფიქსირება და ანომალიების დამუშავება. - გარე პარტნიორები: ეფექტური კომუნიკაცია საგადასახადო მრჩევლებთან და აუდიტორებთან - საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს: - 5+ წლიანი გამოცდილება სრული ციკლის ბუღალტერიაში (საქართველოში). - 2+ წელი მთავარი/უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე (დეკლარაციებზე პირადი პასუხისმგებლობით). - rs.ge-ს სიღრმისეული ცოდნა და თვის დახურვის სრული ციკლის გამოცდილება. - თანამედროვე სააღრიცხვო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (QuickBooks Online ჩაითვლება უპირატესობად) და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. - ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (B1+). - პლუსია: გამოცდილება სამედიცინო ან მრავალფილიალიან მომსახურების სექტორში, აუდიტორული გამოცდილება, ACCA (ან ეკვივალენტი), სისტემის/ანგარიშთა გეგმის მიგრაციის გამოცდილება.
სამუშაო პირობები: - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი. - სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #3
შერჩევის ეტაპები: - მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; - ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/zRL0rfCe
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.