უნივერსალური ადმინისტრატორი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" აცხადებს უნივერსალური ადმინისტრატორის ვაკანსიას აპარტ-სასტუმროში.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება;
** აპარტ-ოტელის რისეფშენში შესვლა-გასვლის კონტროლი;
** უსაფრთხოების შიდა წესებისა დაცვაზე მონიტორინგი;
** ობიექტზე წესრიგის შენარჩუნებისა და საეჭვო ან არასტანდარტული შემთხვევების დროულად დაფიქსირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
** ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი;
** გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;
** ჯავშნების მიღება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უსაფრთხოების/დაცვის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში 5/2 გრაფიკი ანაზღაურება: 1300-1400 ლარი + ბონუსი
ლოკაცია: ქ.ბათუმი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.