გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4GMDNMBV გამოქვეყნდა 2 ნოე 5 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

NUGIOS Technology გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

საერთაშორისო Software კომპანია "NUGIOS Technology" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

მოვალეობები

  • სასტუმროებთან ურთიერთობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება ონლაინ გაყიდვების პლატფორმებისათვის;
  • სასტუმროებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, პრეზენტაციის ჩატარება, კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად (ინგლისური, რუსული);
  • აუცილებელია სასტუმროში მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ექსტრანეტთან და ჩენელ მენეჯერთან მუშაობის გამოცდილება;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

  • მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: http://www.rustartourism.com.

გისურვებთ წარმატებას!

შეტყობინება: "რუსტარ ონლაინი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "რუსტარ ონლაინისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, კომპანიამ შესაძლოა, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "რუსტარ ონლაინს" მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება;

"რუსტარ ონლაინი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "რუსტარ ონლაინში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "რუსტარ ონლაინში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა