9837 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4HWW28Z8 გამოქვეყნდა 7 ოქტ 17 ნახვა

შეკვეთების შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი

ვოლტ მარკეტი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შემოგვიერთდი "Wolt Market"-ის გუნდში!

გიყვარს გუნდური მუშაობა? ეძებ სამსახურს, რომელიც სწრაფად განვითარებად სფეროში რეალურ ცვლილებებს ქმნის?

თუ ასეა, დროა შემოგვიერთდე Wolt Market-ში!

ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე, ხოლო შენი გრაფიკი იქნება მოქნილი — დილის, საღამოს ან ღამის ცვლებით. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც დინამიური და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო იზიდავს!

სამუშაო გრაფიკი (სრული განაკვეთი — 5 დღე კვირაში)

  • 08:00-17:00
  • 11:00-20:00
  • 14:00-23:00
  • 17:00-02:00
  • 23:00-08:00

Wolt Market-ის ფილიალები:

  • სულხან ცინცაძის ქუჩა N37 (საბურთალო)
  • მარიჯანის ქუჩა N4 (საბურთალო)
  • სტეფანე ჭრელიშვილის ქუჩა N1 (ისანი)
  • მირიან მეფის ქუჩა N3 (დიდი დიღომი)
  • ქერჩის ქუჩა 30 (გლდანი)
  • ბარათაშვილის ქუჩა (რიყე)

რას გააკეთებთ ყოველდღიურად

  • შეკვეთების კონტროლი და მონიტორინგი Wolt Market-ის აპლიკაციაში
  • შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად შეგროვება მომხმარებლებისა და კურიერებისთვის
  • პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან და სწორი განთავსება
  • პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
  • მაღაზიის/საწყობის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობა
  • მაღაზიაში/საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა

ჩვენთვის იდეალური კანდიდატი ხართ, თუ:

  • ხართ პროაქტიული, ყურადღებიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული
  • მუშაობთ ენერგიულად, ხართ პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე
  • ტექნოლოგიები არ გაშინებთ — პირიქით, გიმარტივებთ მუშაობას
  • შეგიძლიათ დილის, საღამოს ან/და ღამის ცვლებში მუშაობა (მცოცავი გრაფიკი, მაქსიმუმ 40 სთ/კვირაში)
  • სავაჭრო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ არ არის სავალდებულო
  • თავისუფლად ფლობთ ქართულ ენას; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება

თანამშრომლობის შემთხვევაში ისარგებლებთ:

  • სამედიცინო დაზღვევით
  • ანაზღაურებადი შვებულებით — წელიწადში 24 დღე
  • Wolt კრედიტების ქეშბექით
  • სპორტული შეთავაზებებით
  • კორპორატიული წვეულებებით
  • განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობით

https://youtu.be/qbs4lMXyg-o?si=gjXgnKZRvJTf9PtK

Beware of recruitment scams: DoorDash, Deliveroo, and Wolt will never ask you to pay money or share sensitive financial information during hiring — learn more about our legitimate recruiting process at Recruitment Scam Awareness - DoorDash

დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე: https://careers.wolt.com/en/jobs/4/7941973

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა