საწყობისა და ქონების მართვის სპეციალისტი
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და ქონების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
პირობები
- სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი;
- სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ
- ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია ქ. თბილისის და რუსთავის სხვადასხვა ლოკაციიდან.
ბენეფიტები
- უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
- კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი;
- პროფესიული ტრენინგების დაფინანსება.
ძირითადი მოვალეობები
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება/ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა;
- სამეურნეო-სარემონტო მასალების გაცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- ძირითადი საშუალებების მიბარება შესაბამის პირებზე;
- საწყობისა და ქონების მართვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი;
- საბუღალტრო ან საწყობის მართვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Excel, Word) ცოდნა.
- გამოცდილება: მინიმუმ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება საწყობისა და ქონების მართვის მიმართულებით.
აუცილებელი უნარები
- ანალიტიკური აზროვნება;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- ორგანიზებულობა.
მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
შენიშვნა:
კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე.
დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
გთხოვთ, არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.