მძღოლი შესყიდვების დეპარტამენტში
შპს "ფავორიტი სტილი" ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.
"ფავორიტი სტილის" პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორაციული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია. შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია !
კომპანია "ფავორიტი სტილი " ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მძღოლი შესყიდვების დეპარტამენტში.
ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.
გრაფიკი: სრული განაკვეთი მისამართი: ქ. თბილის, აბელ ენუქიძის #5
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- საკუთარი ავტომობილის ყოლა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიმდინარე საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა მასალის, პროდუქციისა და ტექნიკური დეტალის მოძიება;
- ახალი მომწოდებლების, ხელოსნების, სერვისებისა და ალტერნატიული ვარიანტების მოძიება;
- მომწოდებლებთან და სერვისის მიმწოდებლებთან მოლაპარაკება ფასზე, ვადებსა და პირობებზე;
- რამდენიმე შეთავაზების მოძიება, შედარება და შესყიდვების გუნდთან შეთანხმება;
- შეთანხმებული პროდუქციის შეძენა, წამოღება და შესაბამის ლოკაციაზე მიწოდება;
- დანადგარების დაზიანებული ან შესაკეთებელი დეტალების შესაბამის სახელოსნოში/სერვისში წაღება და უკან დაბრუნება;
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ხელოსნის ან სერვისის მოძიება და შეკეთების პროცესის კოორდინაცია;
- დანადგარის დეტალის ნიმუშის მიხედვით შესაბამისი ნაწილის, მასალის ან შეკეთების შესაძლებლობის მოძიება;
- მომწოდებლებისგან შეკვეთების, ნიმუშების, დოკუმენტაციისა და სხვა საჭირო მასალების წამოღება/მიწოდება;
- შესყიდვების გუნდთან ყოველდღიური კოორდინაცია.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ყურადღებიანი;
- პასუხისმგებლობიანი.
დამატებითი ბენეფიტები:
- 50%-იანი ფასდაკლება კვებაზე;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: ან ელფოსტაზე.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი შესყიდვების დეპარტამენტში"
"ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ფავორიტი სტილ" -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.