რეგისტრატორი
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი აცხადებს ვაკანსიას: რეგისტრატორი მიმწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 - დან 18:00 - მდე ანაზღაურება: 750 ლარი [ხელზე ასაღები];
ძირითადი მოვალეობები: - პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება; - პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ; - მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია / ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება; - სატელეფონო ზარებზე პასუხი; - საჭიროების შემთხვევაში პაციენტებთან დარეკვა/დაკავშირება; - სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; - დამატებითი მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.