გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4NK70RMB გამოქვეყნდა 30 ოქტ 27 ნახვა

საწყობის დირექტორი

ბოუნდ სოლუშენს გარე განცხადება
₾7000–10000 / თვეში +227% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,597 ₾ · 150 განცხადება ბოლო ვადა: 28 ნოე
შესვლა და განაცხადი

კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის დირექტორი

ხელფასი: 7,000-10,000 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის სასაწყობე მეურნეობის მართვა და საქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ახალი სასაწყობე სივრცეების დაგეგმვისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა, სივრცეების ფუნქციური ზონირების, განლაგებისა და ოპტიმალური გამოყენების განსაზღვრა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და სისტემების გამოყენებით;
  • სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის სპეციფიკის გათვალისწინებით, შენახვის პირობების, სასაწყობე ინფრასტრუქტურისა და საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის განსაზღვრა;
  • სასაწყობე ოპერაციების მართვის სტრატეგიისა და სამუშაო პროცესების შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
  • სასაწყობე მარაგების აღრიცხვის, მიღების, განთავსების, შენახვისა და გაცემის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
  • სასაწყობე მეურნეობის საოპერაციო ეფექტიანობის შეფასება, არსებული პროცესების ოპტიმიზაცია და მართვის თანამედროვე სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა;
  • სასაწყობე საქმიანობასთან დაკავშირებული ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების მართვა, საჭიროებების განსაზღვრა და საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასაწყობე მეურნეობის ან ლოგისტიკური ოპერაციების მართვის მიმართულებით მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასაწყობე ინფრასტრუქტურის დაგეგმვის, ორგანიზებისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასაწყობე პროცესების მართვის, მარაგების კონტროლისა და ლოგისტიკური ოპერაციების ორგანიზების პრინციპების ცოდნა;
  • სასაწყობე მეურნეობის მართვის პროგრამებთან, მარაგების აღრიცხვის სისტემებსა (WMS) და ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის შენახვის პირობების, სასაწყობე სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების, პროცესების დაგეგმვის, გუნდების მართვისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა