გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4PPF94TF გამოქვეყნდა 9 ნოე 6 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

ITConnect გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 დეკ
შესვლა და განაცხადი

"IT Connect" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები

  • Microsoft 365, Microsoft Azure-ისა და Google Workspace-ის ლიცენზიების აქტიური გაყიდვა;
  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და გაყიდვების სრული ციკლის მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე);
  • კლიენტების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შეთავაზება;
  • კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
  • არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და დამატებითი გაყიდვების (Upsell/Cross-sell) შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია პროექტების დანერგვისა და განხორციელების პროცესში;
  • გაყიდვების პროცესის, შედეგებისა და პროგრესის რეგულარული ანგარიშგება;
  • ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების მუდმივი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება B2B გაყიდვების ან IT სექტორში მუშაობის გამოცდილებას;
  • Microsoft 365, Google Workspace ან სხვა Cloud გადაწყვეტილებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • MS Office-ისა და Google Workspace-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე მომხმარებელთან/პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
  • ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
  • პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
  • პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა