8982 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4Q42M8AN გამოქვეყნდა 30 სექ 2 ნახვა

თბილისის არქიმედეს სკოლა

თბილისის არქიმედეს სკოლა

სკოლის ფსიქოლოგი

თბილისის არქიმედეს სკოლა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ვეძებთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგს, რომელიც შეუერთდება ჩვენი სკოლის გუნდს და აქტიურად ჩაერთვება მოსწავლეების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, ემოციური მხარდაჭერისა და ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განსაკუთრებით სკოლაში, მუშაობის გამოცდილება;
  • მოსწავლეებთან ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის გამოცდილება;
  • ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების ცოდნა;
  • ემოციურ, ქცევით და სოციალურ სირთულეებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მოსწავლეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაკვირვება და საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფური შეხვედრებისა და ფსიქო-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მოსწავლეების ემოციური, სოციალური და ქცევითი სირთულეების შეფასება და შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვა;
  • მოსწავლეებთან დაკავშირებული რთული შემთხვევების მართვაში ჩართულობა;
  • მასწავლებლებისთვის კონსულტაციის გაწევა მოსწავლეებთან ურთიერთობისა და კონკრეტული შემთხვევების მართვის საკითხებზე;
  • მშობლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი კონსულტირება;
  • მოსწავლეების ადაპტაციის პროცესის მხარდაჭერა;
  • ბულინგის, კონფლიქტებისა და სხვა სოციალური/ემოციური გამოწვევების პრევენციასა და მართვაში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
  • მოსწავლეების ინტერესებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • სკოლის ადმინისტრაციასთან და პედაგოგიურ გუნდთან თანამშრომლობა უსაფრთხო, მხარდამჭერი და პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც აქვს სკოლაში მუშაობის რეალური გამოცდილება და კარგად ესმის სასკოლო გარემოს სპეციფიკა, მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებები და ბავშვებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის არქიმედეს სკოლა
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა