ბეტონის შემრევი დანადგარის ოპერატორი
Fibrex LLC (ფიბრობეტონის მწარმოებელი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ბეტონის შემრევი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: Fibrex არის საქართველოში მოქმედი ფიბრობეტონის (GRC/GFRC) ელემენტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის საფასადე და არქიტექტურული ელემენტების წარმოებაში.
ძირითადი მოვალეობები: - ბეტონის შემრევი დანადგარის მართვა და კონტროლი; - ნედლეულის დოზირება და რეცეპტის დაცვა; - ბეტონის ნარევის ხარისხის კონტროლი; - დანადგარის გამართულ მუშაობაზე ზედამხედველობა; - დანადგარის ყოველდღიური მოვლა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია საწარმოო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება; - ტექნიკური აზროვნება; - პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; - უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მეილზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე -
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.