ჯუნიორ არქიტექტორი
არქიტექტურული სტუდია Urbanx აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ არქიტექტორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება როგორც არქიტექტურულ პროექტირებაში, ისე დიზაინის შემუშავებაში.
ძირითადი მოვალეობები - არქიტექტურული და დიზაინის კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობა; - არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების მომზადება და კორექტირება; - 3D მოდელებისა და საპრეზენტაციო მასალების შექმნა; - სანებართვო და სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; - გუნდთან თანამშრომლობა და დავალებების შეთანხმებულ ვადებში შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - განათლება არქიტექტურის მიმართულებით — განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; - არქიტექტურული და სამშენებლო ნახაზების წაკითხვისა და შედგენის საბაზისო ცოდნა; - Revit-ისა და AutoCAD-ის სამუშაო დონეზე ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა; - SketchUp-ისა და Adobe Photoshop-ის ცოდნა, ასევე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარები - შემოქმედებითი აზროვნება და დეტალებისადმი ყურადღება; - პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა; - გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი; - სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
სამუშაო პირობები - ადგილმდებარეობა: თბილისი გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00. ყოველთვიური ანაზღაურება: პირველი სამი თვის განმავლობაში — 1 600 ლარი, მეოთხე თვიდან — 1 800 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო ელფოსტაზე პორტფოლიოში შეგიძლიათ სასწავლო პროექტებიც წარმოადგინოთ.
წერილის თემაში მიუთითეთ „ჯუნიორ არქიტექტორი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.