მძღოლი
−21% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,770 ₾ · 114 განცხადება
გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ
შპს "ტუმბო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობაა წყლის, ჰაერისა და გათბობის სისტემებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქუჩა #19 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-18:00 ანაზღაურება: 1, 400 ლარი
ძირითადი მოთხოვნები
- მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელი;
- C კატეგორიის მართვის მოწმობა — სასურველი, თუმცა არა სავალდებულო;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების უნარი.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ავტომობილის მართვა და მოვლა;
- საწყობიდან პროდუქციის აღება და ქსელის მომარაგება;
- მომხმარებლებისთვის საქონლის დროული და სათანადო მიწოდება;
- საჭიროებისამებრ, სხვადასხვა სამუშაო დავალების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა და მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის უნარი.
თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე.
გელოდებით "ტუმბოს" გუნდში!