7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4RHAJ3ZH გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

HR - ადამიანური რესურსები

ი.მ. ლაშა ფიჩხაია via hr.ge
დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც უკვე 6 წელია წარმატებით საქმიანობს ამერიკულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას HR-ის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:

- კვირაში 5 დღე — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

- სამუშაო საათები: 17:00 – 01:00 (1 საათიანი ცდომილებით. ამერიკის დროის მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები

- არსებულ მძღოლებთან კომუნიკაცია და მათგან განახლებული დოკუმენტაციის მიღება და გადამოწმება;

- ელექტრონულ ფოსტასთან (Email) ყოველდღიური მუშაობა და შემოსული/გასაგზავნი ინფორმაციის დროული დამუშავება;

- არსებულ მონაცემთა ბაზაში მძღოლებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის განახლება და მოწესრიგება;

- გუნდის წევრებთან დროული კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება;

- ყოფილ მძღოლებთან დაკავშირება, მათთან გასაუბრება და, შესაბამისი შესაძლებლობის შემთხვევაში, მათი ხელახალი ჩართვის პროცესის მხარდაჭერა;

- საჭიროების შემთხვევაში, სადაზღვეო კომპანიებთან კომუნიკაცია მძღოლების შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიების, მიღების ან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით;

- საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ამერიკული წყაროს გამოყენებით პოტენციური მძღოლების მოძიება, მათთან პირველადი კომუნიკაცია/გასაუბრება და შესაბამის სისტემაში მათი მონაცემების დამატება.

მოთხოვნები:

- HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; სასურველია 1–2 წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებით ინგლისურენოვან სამუშაო გარემოში;

- ლოგისტიკის ან სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე — სამუშაოს ფარგლებში სხვადასხვა პირებთან ინგლისურენოვანი კომუნიკაციისთვის;

- ელ.ფოსტასთან (E-mail) ეფექტურად მუშაობის უნარი;

- კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება;

- სწრაფად მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად ეფექტურად მართვის უნარი.

- დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV / Resume ელ.ფოსტაზე George.HR@persati-logistic.com

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ი.მ. ლაშა ფიჩხაია
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა