შპს-ს დირექტორი
"საქართველოს უსინათლოთა კავშირი" აცხადებს ვაკანსას შპს-ს დირექტორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი დასაქმების სფერო: უძრავი ქონების მართვა / საიჯარო საქმიანობა ანაზღაურება: 2000 ლარი დარიცხული (ზრდის პერსპექტივით) სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად
პოზიციის შესახებ
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ დირექტორს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის საიჯარო საქმიანობას, ეფექტიანად მართავს შპს-ს მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს საიჯარო შემოსავლების ზრდასა და ქონების სათანადო მართვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შპს-ს ბალანსზე არსებული ფართების ეფექტიანი მართვა და იჯარით გაცემის ორგანიზება;
- პოტენციური მოიჯარეების მოძიება, კომუნიკაცია და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება;
- საიჯარო ხელშეკრულებების მომზადების/გაფორმების პროცესის ორგანიზება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების კონტროლი;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ფართების მდგომარეობის მონიტორინგი; ფართების იჯარით გასაცემად მომზადების, კეთილმოწყობისა და საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
- კომპანიის სახელით პარტნიორებთან, მოიჯარეებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება — სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
- უძრავი ქონების მართვისა და საიჯარო საქმიანობის ძირითადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
- დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ბათუმში მუშაობის შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- 2000 ლარს დარიცხულ ანაზღაურებას, შემდგომი ზრდის შესაძლებლობით;
- მოქნილ და თავისუფალ სამუშაო გრაფიკს;
- მაღალი დონის დამოუკიდებლობას სამუშაო პროცესის ორგანიზებაში;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- შედეგებზე დაფუძნებულ, გრძელვადიან თანამშრომლობას;
თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, ხედვა და სურვილი, მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის განვითარებასა და უძრავი ქონების ეფექტიან მართვაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ "შპს-ს დირექტორი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.