უმცროსი IT სპეციალისტი
"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.
კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00)
ძირითადი მოვალეობები: - კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია და უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. - კომპანიის ქსელისა და კომპიუტერული სისტემების გამართული და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა. - პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი, კონფიგურაცია და ტექნიკური მომსახურება. - ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა. - უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ტექნიკური და პროგრამული ხასიათის სამუშაოების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით). - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. - ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, DHCP, DNS, NAT და ა.შ.). - ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა. - CCNA სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
ბენეფიტები: - ჯანმრთელობის დაზღვევა; - კორპორატიული ნომერი; - კვების დაფინანსება; - Oktopus Fitness დარბაზის თანადაფინანასება; - სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/bXBYN6td
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.