გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4WRE17ZD გამოქვეყნდა 30 ოქტ 47 ნახვა

ექაუნთ მენეჯერი

რეალ ტრანსი გარე განცხადება
₾2500 / თვეში +10% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,274 ₾ · 116 განცხადება ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

შპს "რეალ ტრანსი" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ექაუნთ მენეჯერს, რომელიც იზრუნებს არსებულ კლიენტებთან ყოველდღიურ ურთიერთობაზე, მათი შეკვეთების კოორდინაციასა და მომსახურების პროცესში წარმოშობილი საკითხების დროულად მოგვარებაზე.

ამ პოზიციაზე თქვენი მთავარი როლი იქნება კლიენტსა და ლოჯისტიკურ დეპარტამენტს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა -შეკვეთის მიღებიდან მის შესრულებამდე.

ძირითადი მოვალეობები

  • არსებულ კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების დაზუსტება;
  • კლიენტებისგან გადაზიდვის შეკვეთების მიღება, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ლოჯისტიკური დეპარტამენტისთვის სრულად და დროულად გადაცემა;
  • ლოჯისტიკური დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციის კლიენტებისთვის მიწოდება, მათ შორის მომსახურების პირობების, ვადებისა და გადაზიდვის მიმდინარეობის შესახებ;
  • მიმდინარე შეკვეთების სტატუსის მონიტორინგი და ცვლილებების შესახებ კლიენტების დროული ინფორმირება;
  • მიმაგრებული კლიენტების დებიტორული დავალიანებების კონტროლი, გადახდის ვადების მონიტორინგი და დავალიანების დროულად დაფარვის მიზნით კლიენტებთან თავაზიანი, საქმიანი კომუნიკაცია, ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაციით;
  • შეკვეთების, შეთანხმებული პირობებისა და კლიენტებთან კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის ზუსტად აღრიცხვა კომპანიის სამუშაო სისტემაში;
  • კომერციული მოლაპარაკებები და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება
  • კლიენტებთან სანდო, გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და მომსახურების ხარისხზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
  • რამდენიმე მიმდინარე საკითხის ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • საოფისე პროგრამებთან (Microsoft Word, Excel) მუშაობის გამოცდილება;
  • კლიენტთა მომსახურების, გაყიდვების ან ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა.
  • ანაზღაურება - 2500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა