9939 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4WYESF25 გამოქვეყნდა 21 ოქტ 19 ნახვა

Red Bull

Red Bull

ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი

Red Bull გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე

რედბული აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი

ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი (BMM) ხელმძღვანელობს მარკეტინგულ აქტივობებს, რომელთა მიზანია ბრენდის ცნობადობის (top-of-mind awareness), ბრენდისადმი სიყვარულის, აქტუალურობისა და მოხმარების ზრდა, რაც საბოლოოდ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და ბრენდისადმი ერთგულების გაძლიერებას უწყობს ხელს. BMM-ები განასახიერებენ ჩვენს პირობას, „გლობალურ ბრენდს ადგილობრივი სახე მივცეთ“: ქმნიან, გეგმავენ და ახორციელებენ ინოვაციურ ადგილობრივ ბრენდ-კამპანიებს და ზრუნავენ, რომ ბრენდი ყველგან თანმიმდევრულად და ზუსტად იყოს წარმოდგენილი. მარკეტინგის გუნდის ერთ-ერთი ძირითადი წევრის რანგში, თქვენ ჩაუდგებით სათავეში მომხმარებელზე ორიენტირებული ადგილობრივი მარკეტინგული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც მარკეტინგული მიქსის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ბრენდს სიცოცხლეს შთაბერავს.

პასუხისმგებლობები, რომელსაც მოგანდობთ: - მომხმარებლის ინსაიტები - კარგად გაიცანით მომხმარებელი და გახდით მისი ხმა ბრენდში: ადგილობრივი ინსაიტების, დემოგრაფიისა და ფსიქოგრაფიის ცოდნით მოახდინეთ გავლენა ბრენდის მარკეტინგულ სტრატეგიასა და მის განხორციელებაზე. - შექმენით ინკლუზიური და კულტურულად რელევანტური მარკეტინგული კომუნიკაციები და გამოცდილებები, რომლებიც ავთენტურად ასახავს ადგილობრივ თემებსა და მათ მრავალფეროვნებას. - მუდმივად გამოავლინეთ მომხმარებელთა განვითარებადი ტრენდები და შესაძლებლობები, რათა Red Bull-ის მარკეტინგმა მომხმარებლები ახალი და საინტერესო გზებით ჩართოს აქტივაციებში.

ბრენდ მარკეტინგი - დაიცავით ბრენდის ღირებულება (brand equity) და დარწმუნდით, რომ ადგილობრივი ბრენდ-აქტივობები (ბრენდი, სპორტი, კულტურის პროექტები) გლობალურ სტრატეგიასა და სტანდარტებს შეესაბამება; ადგილობრივ გუნდებს გაუწიეთ უკუკავშირი და ქოუჩინგი. - შეიმუშავეთ და განახორციელეთ ინოვაციური, ინსაიტებზე დაფუძნებული 360° ადგილობრივი მარკეტინგული კამპანიები და მომხმარებელთა აქტივაციის გეგმები, რომლებიც ზრდის პროდუქტზე მოთხოვნას და ცნობადობას, აძლიერებს ბრენდის ღირებულებას, ჩართულობასა და აქტუალურობას და ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. - იქნებით პასუხისმგებელი კრეატიული მასალების შემუშავებაზე, ბრიფების წერასა და დამტკიცების პროცესზე იმ გამორჩეული მასალებისთვის, რომლებსაც მომხმარებელი ნახავს მაღაზიებში, ონლაინ სივრცეში და ფილდზე. - უზრუნველყავით სტრატეგიის თანმიმდევრულობა კამპანიის ყველა ელემენტში და შექმენით ისეთი ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც „საუკეთესო კლასის“ (best-in-class) შესრულებას უზრუნველყოფს.

ინიციატივები და გაყიდვების მხარდაჭერა - ჩაუდექით სათავეში პროდუქტის ყველა ლონჩს და შეიმუშავეთ ფუნქციათაშორისი გეგმები ქვეყნის მასშტაბით. - დარწმუნდით, რომ ვიზუალური იდენტობა (look & feel) შესაძლებლობისას ადგილობრივ მარკეტინგულ მასალებს ეყრდნობა და ამავე დროს ადგილობრივ/გლობალურ კრეატიულ სტანდარტებს შეესაბამება. - გამოიყენეთ ადგილობრივი პროგრამები საცალო ქსელებში გაყიდვების გასაზრდელად. - უზრუნველყავით, რომ პროდუქტის სტრატეგია სწორად აისახოს ადგილობრივ ღონისძიებებზე: ღონისძიებებზე პროდუქტის განთავსების სქემები (planogram) შეათანხმეთ ინიციატივების გუნდთან და გეგმის სწორად შესასრულებლად ივენთ მენეჯერებთან იმუშავეთ. - გამოავლინეთ ადგილობრივი ნიუანსები, რომლებიც მარკეტინგის გუნდმა გაყიდვის წერტილის მასალების (POS) შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს. - უზრუნველყავით POS სტრატეგიის სწორი შესრულება: ხელმძღვანელობდეთ ბაზრის ადგილობრივ ვიზიტებს, რეალურ დროში გაუზიარეთ უკუკავშირი დისტრიბუციის გუნდებს/ ითანამშრომლეთ გაყიდვების გუნდთან, რათა მათ ჰქონდეთ სათანადო მასალები და ინსტრუმენტები გაყიდვის წერტილში კომუნიკაციისთვის. - შეიმუშავეთ მოხმარების ოქეიჟენების სტრატეგიები, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიის თანმიმდევრულობას, საუკეთესო შესრულებას და ბრენდისა და მოხმარების მდგრად ზრდას. - ითანამშრომლეთ Sports, Culture და Media Network გუნდებთან ბრენდ-ინიციატივების შედეგების გასაუმჯობესებლად. - შეიტანეთ წვლილი ბრენდ მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკების ჩამოყალიბებაში: განსაზღვრეთ მკაფიო KPI-ები, სისტემატურად აკონტროლეთ შედეგები და კამპანიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გაუზიარეთ მიღებული გაკვეთილები. - ჩაუდექით სათავეში კამპანიების ადგილობრივად რელევანტურ სტრატეგიებად და შესრულების გეგმებად გარდაქმნას.

რეკლამა და კრეატივი - გაუზიარეთ სარეკლამო გუნდს ადგილობრივი ინსაიტები, რათა დაგეგმოს და განახორციელოს სარეკლამო გეგმები. - გაუწიეთ კონსულტაცია მედია გეგმებსა და კრეატივებზე, რათა მედია მიქსი და კრეატივები ადგილობრივ მომხმარებელს მოერგოს. - შეიმუშავეთ მკაფიო კრეატიული ბრიფები, რათა სააგენტოებმა მსოფლიო დონის კრეატიული პროდუქტი შექმნან.

ბიუჯეტის მართვა, ანგარიშგება და ბრენდის სტანდარტები - უზრუნველყავით სტრატეგიის თანმიმდევრულობა კამპანიის ყველა ელემენტში და „საუკეთესო კლასის“ შესრულება. - განსაზღვრეთ ყველა კამპანიისთვის შესაბამისი და გაზომვადი მარკეტინგული მიზნები. - გულდასმით მართეთ ბრენდ მარკეტინგის ბიუჯეტები ქვეყნის მასშტაბით. - მუდმივად დააკვირდით კონკურენტების მარკეტინგულ აქტივაციებს და გაუზიარეთ ისინი გლობალური ბრენდ გუნდს.

გამოცდილება - ცოდნისა და გამოცდილების სფეროები, რომლებიც ამ როლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: - ბრენდ მარკეტინგის 4+ წლიანი გამოცდილება. - მყარი გამოცდილება მომხმარებლის მარკეტინგსა და საცალო აქტივაციაში, სასურველია FMCG გარემოში. - ციფრული და სოციალური მედიის პრაქტიკული ცოდნა. - ადგილობრივ ბაზრებზე სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება. - ბიუჯეტების მართვისა და ტრადიციული თუ არატრადიციული ბრენდ მარკეტინგის სტრატეგიებთან მუშაობის გამოცდილება. - პროექტების მართვის გამოცდილება იდეიდან განხორციელებამდე. - წარმატებული მუშაობა თანამშრომლობით და კრეატიულ გარემოში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა