← ყველა ვაკანსია

4X46M93N გამოქვეყნდა 17 ნოე 17 ნახვა

პრესელერი

იტა გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

შპს "იტა" წარმოადგენს იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

Website: http://www.ita.com.ge/ Facebook: https://www.facebook.com/ita.com.ge

კომპანია "იტა" აცხადებს ვაკანსიას პრესელერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • არსებული პარტნიორებისგან შეკვეთების მიღება და კომერციულ პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება;
  • პარტნიორებთან პროდუქციის მიწოდების ვადებისა და ანგარიშსწორების პირობების შეთანხმება;
  • დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად რეგიონებში ვიზიტების განხორციელება;
  • არსებული პარტნიორებისგან შეკვეთებისა და რეალიზებული პროდუქციის თანხების დროული ამოღების უზრუნველყოფა;
  • დისტრიბუციული ქსელის გაფართოება და ახალი პოტენციური პარტნიორების მოძიება;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზება და რეალიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;
  • არსებული პარტნიორების საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდასა და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისგან მომდევნო კვირებისა და თვის შესყიდვების პროგნოზების მიღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
  • კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
  • კონსიგნაციით გაცემული პროდუქციის რეალიზაციის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში თანხების დროული ინკასაცია;
  • ყოველდღიური საქმიანობის, მიღებული შეკვეთებისა და მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ხელმძღვანელისთვის ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • საავტომობილო სფეროში, განსაკუთრებით ავტონაწილების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რეგიონებში გადაადგილებისა და სამუშაოს შესრულების მზაობა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები

  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გაყიდვებისა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინიციატივიანობა და აქტიურობა;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • დადგენილი ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • მიღებული შეკვეთების სიზუსტისა და დროული სისტემური ასახვის უზრუნველყოფა;
  • პარტნიორებთან შეთანხმებული პირობების დაცვა;
  • არსებული პარტნიორების შენარჩუნება და დისტრიბუციული ქსელის გაფართოება;
  • კონსიგნაციით გაცემული პროდუქციისა და დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • ხელმძღვანელისთვის ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ და მეგობრულ გუნდთან თანამშრომლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და შედეგებზე ორიენტირებულ ბონუსურ სისტემას.

ლოკაცია: იმერეთი და სამეგრელო. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. თვის ბოლო 2 შაბათი 10:00-15:00 ანაზღაურება: საბონუსე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "პრესელერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "იტა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "იტას" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა