გაყიდვების მენეჯერი
მაღაზია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1500 ლარი + გაყიდვების ბონუსი
- სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 (დღეში 8 საათი)
- დასვენება: კვირაში 2 დღე
- ლოკაცია: ქ. თბილისი, გლდანი, ვეკუას ქ. #69
მოვალეობები:
- მომხმარებლების თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
- პროდუქციის დეტალური გაცნობა და სწორი კონსულტაცია
- მაღაზიაში პროდუქციის განლაგების, სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
- გაყიდვების პროცესის სრული წარმოება და სალარო ოპერაციების შესრულება
მოთხოვნები:
- გამართული და კომუნიკაბელური მეტყველება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- გამოცდილება სავალდებულო არ არის, ადგილზე შეგასწავლით ყველაფერს!
გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე:
- თქვენი რეზიუმე (CV)
- თქვენი სოციალური ქსელების ბმულები (Facebook / Instagram / LinkedIn)
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.