განვადების მენეჯერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს განვადების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- განვადების ფაილის წარმოება;
- კლიენტების ხელშეკრულებების ორგანიზება.;
- კლიენტების ინფორმირება დავალიანების შესახებ;
- კლიენტებთან პერიოდული შედარების წარმოება;
- მენეჯმენტისთვის ყოველკვირეულად მონაცემების მიწოდება;
- ცალკეული კლიენტის ფაილის წარმოება - ისტორიული გადახდები, სრული თანხა და დავალიანება;
- კლიენტების გაფრთხილება - ზარი, sms, email (მოთხოვნის მიხედვით), დასტურის მიღება, რომ კლიენტმა მიიღო და წაიკითხა შეტყობინება;
- კლიენტებისგან გადახდის საბუთის მიღება - საგადახდო დავალება ან სქრინშოტი;
- კლიენტებისთვის ინვოისების გაკეთება და გაგზავნა;
- ბუღალტერიასთან ინფორმაციის გაცვლა და შედარებების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Office (Excel)
- უცხო ენების B2 დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პროცესების მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი. ჩვენ უზუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა. თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.