8,927 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4Y820PPZ გამოქვეყნდა 19 სექ 14 ნახვა

თურსა

თურსა

იმპორტის მენეჯერი

თურსა გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

სუპერმარკეტი თურსა აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: იმპორტის მენეჯერი მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13

ძირითადი მოვალეობები: - უზრუნველყოს თურქეთიდან ტრაილერებისა და შეკვეთილი ტვირთის მიღება, გადათვლა, დახარისხება, შტრიხკოდების დაკვრა და მიზნობრივად გადაცემა დასაწყობებისთვის; - უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება და გადამოწმება; - უზრუნველყოს წუნდებული პროდუქციის დახარისხება, განცალკევებულად დალაგება და აღრიცხვა, სათანადო პირობებით შენახვა; - შიდა დეპარტამენტებს შორის განხორციელებული ტრანსფერების პროგრამული ასახვა; - ყოველდღიური შესყიდვების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა- აპექსი); - პროდუქციის ფასების კონტროლი; - შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ; - მონაწილეობა მიიღოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს; - შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნეისი, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით ან და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; - თურქული ენის მაღალ დონეზე ცოდნა, როგორც წერით, ისე საკომუნიაციო დონეზე; - აუცილებელია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. - MS Office-ის და EXCEL-ის პრაქტიკული ცოდნა; - თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, შედეგზე ორიენტირებული, დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი. - წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა);

სამუშაო საათები: - სრული სამუშაო გრაფიკი

მოთხოვნები: - სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი; - პუნქტუალურობა; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი. - მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი

ხელფასი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - „იმპორტის მენეჯერი“

კომპანიის შესახებ: შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თურსა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა