საგანმანათლებლო პროგრამებისა და პარტნიორობების მენეჯერი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო პროგრამებისა და პარტნიორობების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო ორგანიზაციისთვის.
ძირითადი მოვალეობები
- ახალი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის
Summer School პროგრამების, კონცეფციის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
- საქართველოში საზაფხულო სკოლებისა და სხვა
მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება და მართვა;
- საზღვარგარეთ არსებული Summer School, Winter
School და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
- საერთაშორისო აკადემიური ოლიმპიადების, სამეცნიერო
კონკურსების, STEM პროგრამებისა და სხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- სკოლის მოსწავლეებისთვის მათი ასაკის, ინტერესებისა
და აკადემიური საჭიროებების შესაბამისი საერთაშორისო პროგრამების შერჩევა და შეთავაზება;
- საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის,
სტრუქტურის, ხანგრძლივობისა და განხორციელების პირობების განსაზღვრა;
- ახალი პროგრამების ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების
შეფასება და ფინანსური ეფექტიანობის მონიტორინგი;
- საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის კვლევა, ახალი
ტენდენციებისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- მოსწავლეებისა და მშობლების საჭიროებების შესწავლა
და შესაბამისი საგანმანათლებლო პროდუქტების განვითარება;
- საგანმანათლებლო პროგრამების პორტფელის შექმნა,
განვითარება და რეგულარული განახლება;
- საერთაშორისო პროგრამებსა და ოლიმპიადებში
მოსწავლეთა მონაწილეობის ორგანიზაციული პროცესის კოორდინაცია;
- მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან
თანამშრომლობა საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციისა და მონაწილეთა მოზიდვის მიზნით;
- პროგრამების განხორციელების პროცესის მონიტორინგი,
ხარისხის კონტროლი და მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზი;
- განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასება და
მათი გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;
- მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ
ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
- საერთაშორისო უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოძიება და მათთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
- უცხოური უნივერსიტეტების, პროფესორებისა და
ლექტორების მოზიდვა საქართველოში განსახორციელებელ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;
- საერთაშორისო პარტნიორებთან და საგანმანათლებლო
ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების ინიციირება და განვითარება;
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია
განათლების მენეჯმენტის / ბიზნეს ადმინისტრირების / საერთაშორისო ურთიერთობების განხრით).
- მინ. 2-წლიანი გამოცდილება
საერთაშორისო პროგრამების / პარტნიორობების / ურთიერთობების მენეჯერის, პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე შემდეგ დაწესებულებებში: კერძო ან საერთაშორისო სკოლა / საგანმანათლებლო ორგანიზაცია / უნივერსიტეტი
- აუცილებელია საგანმანათლებლო
პროგრამის შექმნის იდეიდან განხორციელებამდე პროცესის გამოცდილება (შესაბამისი ბიუჯეტირება, ვადებისა და მონაწილეთა პროფილის განსაზღვრა).
- აუცილებელია ინგლისური
ენის ფლობა მინ. B2 დონეზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიარეთ CV/რეზიუმე აქ.