7929 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4ZB55GQ2 გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

სორტირების საწყობის მენეჯერი

KiwiPost გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1800–2000 / თვეში ბოლო ვადა:

"KiwiPost" 8 წელია ახორციელებს საერთაშორისო ამანათების გადაზიდვას მსოფლიოს 7 ქვეყნიდან და სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ სერვისებს. ჩვენი გამოცდილება, სანდო პარტნიორული ქსელი, და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით ვიოპერიროთ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე. ასევე, ვემსახურებით საერთაშორისო ელ. კომერციის მსხვილ პლატფორმებს და ვახორციელებთ საბაჟო და Last mile მომსახურებებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სისწრაფე და მომხმარებლის გამოცდილება — ამიტომ ვქმნით განვითარებაზე ორიენტირებულ, დინამიკურ სამუშაო გარემოს და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ეწვიეთ ჩვენს LinkedIn-ის ან Facebook-ის გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.

"KiwiPost" აცხადებს ვაკანსიას!

პოზიცია: სორტირების საწყობის მენეჯერი

თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და კომუნიკაბელური ადამიანი, გიყვარს სასაწყობე პროცესების და გუნდის მართვა და გსურს განვითარდე ლოგისტიკის სფეროში — შემოგვიერთდი "KiwiPost"-ის გუნდში!

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი 10:00 საათიდან 18:30 საათამდე, შაბათი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე

ანაზღაურება: 1800-2000 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის საწყობში მიღება, სორტირება, დახარისხება. პროცესში ჩართულობა გუნდის წევრებთან ერთად;

** ყოველდღიური სასაწყობე ოპერაციების კოორდინაცია და მონიტორინგი;

** საკურიერო კომპანიასთან კომუნიკაცია და დახარისხებული ტვირთის გადამისამართება შესაბამის ფილიალებში;

** სათავო ოფისიდან და ფილიალებიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

** მიღება-გადაცემის პროცესების კონტროლი;

** სასაწყობე გუნდის მართვა და მოტივაცია;

** პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრის უზრუნველყოფა;

** არსებული პროცესებთან დაკავშირებით ანგარიშგება მენეჯმენტთან;

** კომპანიის შიდა პროცედურებისა და სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ლოგისტიკის, საწყობის ან საოპერაციო პროცესების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას დინამიკურ და სწრაფად განვითარებად კომპანიაში;

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

** სტაბილურ სამუშაო პირობებს;

** ჯანმრთელობის დაზღვევას

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV და გახდი KiwiPost-ის გუნდის წევრი!

გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;

** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;

** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება (მის: მცხეთის ქუჩა)

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
KiwiPost
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა