სოლარიუმის ადმინისტრატორი / გაყიდვების კონსულტანტი
ვაკანსია – სოლარიუმის ადმინისტრატორი / გაყიდვების კონსულტანტი
📍 Sun Factory – პრემიუმ სოლარიუმი
ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს.
მოვალეობები:
- მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია
- სოლარიუმის პროცედურების ორგანიზება
- აბონემენტებისა და კოსმეტიკური პროდუქტების გაყიდვა
- სალონის სისუფთავისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა
ანაზღაურება: ✅ ფიქსირებული დღიური – 80 ₾ (ხელზე)
✅ დამატებით ბონუსი ყოველი რუჯის სესიისგან
✅ დამატებითი ბონუსი ყველა გაყიდული პროდუქტისგან
✅ დღიური გეგმის შესრულებისა და გადაჭარბების შემთხვევაში დამატებითი ბონუსი
💰 საშუალო თვიური შემოსავალი მნიშვნელოვნად აღემატება საბაზისო ანაზღაურებას და დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე და გაყიდვების შედეგებზე.
მოთხოვნები:
- კომუნიკაციის კარგი უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- სასიამოვნო გარეგნობა და მოწესრიგებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მზარდ შემოსავალს
- მეგობრულ გარემოს
- პროფესიულ განვითარებას
- რეალურ შესაძლებლობას, რომ თქვენი შემოსავლის ზრდა დაუკავშიროთ თქვენს წარმატებულ მუშაობას
📞 დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით -;დაგვიკავშირდით დეტალებისთვის -
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.