ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 3000 ლარი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- სრული ლოჯისტიკური ციკლის - იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, მართვა (ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო);
- სატრანსპორტო გადაზიდვებისა და ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (შეგროვება) და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
- საბაჟო პროცედურების გავლა/კონტროლი;
- იმპორტირებული ტვირთების მიღება, განბაჯება, გაფორმება;
- ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა, პროცესების კოორდინაცია;
- ექსპორტის და იმპორტის რეჟიმში (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტვირთების სტატუსების და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი;
- ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;
- დოკუმენტაციის არქივის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საუბარი და წერა თავისუფლად);
- ადგილობრივ და საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება სასურველია ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ სფეროში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
მოლაპარაკებების წარმოების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა; დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.