ადმინისტრატორი
PMU SHOP GEORGIA აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: PMU SHOP GEORGIA არის ონლაინ პლატფორმა, რომელის ძირითადი საქმიანობაა PMU და TATOO პროდუქციის ონლაინ გაყიდვები, PMU სპეციალისტების სოციალური არხების შექმნა და მართვა. მასტერ კლასების, კონფერენციაბი და სემინარების ორგანიზებს.
ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და საწყობის ნაშთების მუდმივი კონტროლი/მონიტორინგი. - პროდუქციის ვადების კონტროლი. - შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და მიწოდების პროცესის სრული მართვა. - მომხმარებლებთან კომუნიკაცია. - სოც. ქსელების წარმოებისთვის მასალების მომზადების პროცესში ჩართულობა. - გაყიდვების დინამიკის კონტროლი და მარაგების დროული შევსების უზრუნველყოფა. - აქტიური კომუნიკაცია ბრენდის ამბასადორებთან, პარტნიორულ პროექტებში ჩართულობა და ურთიერთობების მართვა. - კომპანიის მარკეტინგული და ივენთ აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - 1-2 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციებზე: (მარაგების კონტროლი, პროექტების მხარდაჭერა ან გაყიდვების დოკუმენტაციის მართვა). - MS Excel-ის ან/და Google Sheets-ის ცოდნა (ფორმულების, ფილტრების, მონაცემთა ბაზების მართვა). - ეფექტური კომუნიკაცია: გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი - ანალიტიკური აზროვნება (მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება) - ესთეთიკური ინდუსტრიის პროექტების მართვის გამოცდილება - ინგლისური ენის B2 დონე - რუსული ენის ცოდნა - პასუხისმგებლობა და დეტალების მიმართ ყურადღება
სამუშაო პირობები: - სრული განაკვეთი - ანაზღაურება შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ადმინისტრატორის“ CV-ები მიიღება 2026 წლის 10 ოქტომბრამდე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.