ადმინისტრატორი
ესთეტიკური ცენტრი "პრესტიჟ ლუქსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლის ცენტრში მიღება და თავაზიანი მომსახურება; - მომხმარებლის დეტალური კონსულტაცია, მომსახურებისა და პროდუქციის შესახებ; - მომხმარებელთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება და მონაცემთა ბაზის მართვა; - მომხმარებლის სასურველ დროს ვიზიტის დაგეგმვა, ჩანიშვნა და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში; - მომხმარებელთან კომუნიკაცია ჩაწერების შესახებ; - შიდა დოკუმენტაციის წარმოება/განახლება; - ცენტრის საჭირო სახარჯი მასალების კონტროლი/აღრიცხვა/შესყიდვა; - მასალებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია; - შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა; - მეილზე და სოციალურ ქსელში მოსულ კითხვებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება; - სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა. - ხელმძღვანელობისგან მოცემული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები: - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე; - გამართული ქართულისა და რუსული/ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; - სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით არანაკლებ 2 წლისა;
აუცილებელი თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა; - კომუნიკაბელურობა.
სამუშაო პირობები: - მოქნილი გრაფიკი. - ანაზღაურება შეთანხმებით.
მდებარეობა: ქ.თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.1ა (ვაკე)
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე:. სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი"
CV-ები მიიღება 2026 წლის 10 ოქტომბრამდე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.