ოფისის დიასახლისი
+21% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,235 ₾ · 64 განცხადება
გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 11 დეკ
Orbi Group სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის დამლაგებლის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს ოფისის სისუფთავესა და კომფორტული სამუშაო გარემოს შენარჩუნებაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით), 08:00-დან 16:00 საათამდე. ანაზღაურება: 1 500 ლარი, დამატებითი გამომუშავების შესაძლებლობით.
ძირითადი მოვალეობები
- საოფისე სივრცის ყოველდღიური დასუფთავება და წესრიგის უზრუნველყოფა;
- სამუშაო ოთახების, შეხვედრების სივრცეებისა და საერთო სარგებლობის ადგილების სისუფთავის შენარჩუნება;
- ავეჯის, იატაკისა და სხვა ზედაპირების სათანადო დასუფთავება;
- სამზარეულოსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილი სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
- სამუშაო გარემოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- მოწესრიგებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
- შრომისმოყვარეობა და დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უნარი;
- თავაზიანი და დისციპლინირებული დამოკიდებულება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის წარდგენა დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ „ოფისის დამლაგებელი“.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება კანდიდატის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!