სხვადასხვა
გზების სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
- ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი;
- დამხმარე ბუღალტერი;
- სამუშაოთა მწარმოებელი;
1. ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ანაზღაურება: შეთანხმებით გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიისთვის საინტერესო სახელმწიფო ტენდერების მოძიება და ანალიზი;
- სრული სატენდერო პროცესის მართვა და კოორდინაცია;
- სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, მოთხოვნების შეფასება და წინადადებების წარდგენა მოთხოვნების სრული დაცვით;
- შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, ტენდერისთვის საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით;
- ტენდერების დოკუმენტაციის მართვა;
- სამშენებლო პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
- ფორმა 2-ის მომზადება, საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაციის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა;
- საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
- შესაბამისი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება;
- საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
- სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
2. დამხმარე ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ანაზღაურება: შეთანხმებით გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე
ძირითადი მოვალეობები:
- საბუღალტრო დოკუმენტაციის (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
- შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (Rs.ge-ზე) მუშაობა;
- ბუღალტერიასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელის (დირექტორის, ბუღალტრის) მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;
- საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამის Oris ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტურად მართვის და დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
3. სამუშაოთა მწარმოებელი
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 1 თვე
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალების ვიზუალური დათვალიერება;
- შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
- შეთანხმებული გეგმის მიხედვით ობიექტზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება, მუშაობის განრიგის შედგენა და კომუნიკაცია ჩართულ პირებთან;
- სამუშაოების დადგენილი სამშენებლო სტანდარტებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, დაკვირვება და გადახრებზე რეაგირება;
- მასზე მიმაგრებული რესურსების (მანქანა-მექანიზმები, მასალები, მუშა პერსონალი) ეფექტური განაწილება და მართვა;
- პროექტისთვის გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა;
- ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ და ხელმძღვანელთან წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
- მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება საგზაო სფეროში;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- საქმიანობის ორგანიზების, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.