9,007 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

517PJ7VM გამოქვეყნდა 23 სექ 2 ნახვა

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია

დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში

ქუთაისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾4500 / თვეში ბოლო ვადა: 23 ოქტ

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს აქციებით შეზღუდული კერძო კომპანია "RENAL HEALTH ORGANISATION UK LIMITED"-ის შვილობილი კომპანია შპს "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია" საქართველოს სამედიცინო სფეროში, კერძოდ ქალაქ ქუთაისსა და ოზურგეთში, წარმოდგენილია 2021 წლიდან, რომელიც ემსახურება სახელმწიფო დაფინანსებით ჰემოდიალიზის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციართა უზრუნველყოფასა და გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას 24 საათიან რეჟმში.

შპს "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ აცხადებს ვაკანსიას "დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში" (სტაციონარის მთავარი ექიმის) - თანამდებობაზე (ქ.ქუთაისში) აუცილებელია ნეფროლოგის, თერაპევტის, ემერჯენსოლოგის ან რეანიმატოლოგის ლიცენზიით (აუცილებელია საციონარში მუშაობის გამოცდილება)

ანაზღაურება: 4500 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიის სამედიცინო პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; - სამედიცინო პროექტების შემუშავება და განხორციელება; - კლინიკის სამედიცინო საქმიანობის ანალიზი, მუშაობის ფორმებისა და მეთოდების გასაუმჯობესებლად საჭირო ზომების მიღება. - კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სამედიცინო საქმიანობის ზოგადი მენეჯმენტის განხორციელება; - სამკურნალო და დიაგნოსტიკური სტრუქტურული დანაყოფების ხარისხობრივი მაჩვენებლების სისტემატური ანალიზი; - პრობლემური საკითხების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების დასახვა და შედეგის შემოწმება; - მიმდინარე მკურნალობისა და პრევენციული ღონისძიებების თვალყური და ეფექტურობის შეფასება.

სავალდებულო მოთხოვნები: - სამედიცინო საქმიანობის სერტიფიკატი; - DRG სისტემის ზედმიწევნით კარგად ცოდნა; - MS Office ცოდნა; - რუსული ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; - მონდომებულობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა; - განათლებისა და განვითარების ზრდის სურვილი; - დეტალებისადმი ყურადღება, სამუშაო პროცესის კომპეტენტურად ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა