8,939 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

522GEEFJ გამოქვეყნდა 18 სექ 3 ნახვა

თიბისი

თიბისი

დისტანციური მომსახურები მენეჯერი

თიბისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

თიბისი აცხადებს ვაკანსიას შემდგეგ პოზიციაზე : დისტანციური მომსახურები მენეჯერი

თბილისი, საქართველოთანამშრომლები ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ სრული განაკვეთი მდებარეობა/Location: სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა შენ, როგორც დისტანციური მომსახურების მენეჯერი: - უპასუხებ შემომავალ ზარებს და გაუწევ ხარისხიან მომსახურებას მომხმარებლებს; - სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დაადგენ მათ საჭიროებებს; - მოუსმენ, გააანალიზებ და დაეხმარები მათ საკითხების ეფექტურად მოგვარებაში; - აქტიურად ჩაერთვები ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მიღწევის პროცესში.

შენ გექნება შესაძლებლობა: - შეისწავლო საბანკო პროდუქტები და პროცესები; - მიიღო შენთვის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება საბანკო სექტორში; - კარიერული განვითარების შესაძლებლობა მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, შენს ინტერესებსა და მიმართულებაზე დაყრდნობით; - გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში; - იმუშავო პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გუნდურ გარემოში.

ჩვენ გთავაზობთ: - დისტანციურ სამუშაო ფორმატს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან; - ანაზღაურებად ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე; - სასწავლო პლატფორმებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას; - დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, well-being აქტივობები, შიდა შეთავაზებები, ფონდი „თიბისელები“ და სხვა.

კვალიფიკაცია ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: - გამოტივირებს სხვების დახმარება და მათი გამოცდილების გაუმჯობესება; - გაქვს ძლიერი კომუნიკაციის უნარი და შეგიძლია პროფესიონალიზმის შენარჩუნება რთულ სიტუაციებშიც; - ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური და მზად მუდმივი სწავლისთვის; - გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება; - გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

ადგილი, სადაც იმუშავებ: - დისტანციურად, სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BVy_j

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა