ბუღალტერ-ოპერატორი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "ფაიბერსელ ტექნოლოჯის" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (გლდანი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა)
სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება)
ძირითადი ფუნქციები:
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** საბანკო ამონაწერების გატარება პროგრამაში "ბალანსი";
** დებიტორ-კრედიტორების ნაშთების კონტროლი;
** კონტრაქტების მიხედვით დავალიანებების და მათი დაფარვის მონიტორინგი;
** საქვეანგარიშო თანხების კონტროლი და დოკუმენტირება;
** დოკუმენტაციის დაარქივირება;
** მთავარი ბუღალტრის ასისტირება ფინანსური აუდიტის ან/და საგადასახადო შემოწმების დროს;
** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულო მოთხოვნა- ბუღალტრად მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება);
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** სიზუსტე და ყურადღება დეტალებზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარები — ბანკებთან, კონტრაქტორებთან და შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური ურთიერთობისთვის;
** დროის მართვის უნარი და პუნქტუალობა
რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: არაუგვიანეს 2026 წლის 20 სექტემბრისა.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.