არქიტექტორის დამხმარე
შპს "სკაილაინ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის დამხმარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
** საპროექტო დოკუმენტაციისა და სანებართვო პროცედურების მომზადება და კონტროლი;
** არსებული არქიტექტურული პროექტების რეკონსტრუქცია და მონიტორინგი (აბუსერიძის ქ. N19 და N23, პარალელი A და B ბლოკები);
** სამუშაო (მუშა) ნახაზების მომზადება;
** პროექტებისა და სამუშაო ნახაზების რევიზია და შესაბამისობის შემოწმება;
** საინჟინრო და ტექნოლოგიური ნაწილების გადამოწმება არქიტექტურულ პროექტებთან შესაბამისობაში;
** საპროექტო სპეციფიკაციების მომზადება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების შედარება და კონტროლი;
** სამშენებლო ჯგუფისთვის გადასაცემი არქიტექტურული ნახაზების მომზადება და შესაბამისობის შემოწმება;
** პროექტის საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მომზადება;
** ფასადური ნახაზების შედარება არქიტექტურულ პროექტთან;
** ინტერიერის დიზაინის შესაბამისი სამუშაო და ავეჯის ნახაზების მომზადება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ArchiCAD-ისა და/ან AutoCAD-ის კარგი ცოდნა;
** MS Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების ცოდნა;
** საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე:. სათაურში მიუთითეთ: "არქიტექტორის დამხმარე".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.