8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

52S8Z89Y გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

მაღაზიის მენეჯერი

სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.

კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.

“მაგნიტი” აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

რას გთავაზობთ: - კონკურენტული ანაზღაურება; - ყოველთვიური და ლოიალობის ბონუსები; - სრულად ანაზღაურებადი სტაჟირების პერიოდი; - Fitpass-ის ლოიალობის პროგრამაში ჩართვა; - ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; - კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს: - გუნდის ეფექტიანი მართვა, მუდმივი მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა; - სასაქონლე მარაგების მართვა; - პროდუქციის მიღებისა და მომწოდებლებთან დაბრუნების პროცედურების დაცვის მონიტორინგი; - ინვენტარიზაციის პროცესის მართვა და კონტროლი; - სალარო ოპერაციების მონიტორინგი; - სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სწორი განლაგების, ფასმაჩვენებლების შესაბამისობისა და რეალიზაციის ვადების კონტროლი; - უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა.

რას მოველით შენგან: - სავაჭრო ქსელში მაღაზიის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას; - ცვლილებებთან სწრაფ ადაპტაციას და თვითგანვითარების მაღალი მოტივაციას; - გუნდის ეფექტიანად მართვას, მოტივირებას და განვითარებაზე ზრუნვას; - საოპერაციო სტანდარტების დაცვას და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას.

ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://magniti.selfrecruit.ge/s/ZAgF

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის