საწყობის მენეჯერი
"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დაკავებული თანამდებობა: საწყობის მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება, საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
- საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
- დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება;
- საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
- სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება - სასურველია 2 წელი;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- საწყობის აღრიცხვის და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სპეციალური პროგრამის ცოდნა.
სამუშაო საათები: 9:00-18:00 ხელფასი: 1500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე.
ეწვიეთ ჩვენს WEB-გვერდს: www.meppers.com