სერვის ცენტრში მომსახურე მენეჯერი
ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. დღეს კომპანია ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს და მომხმარებლებს ნავთობპროდუქტებსა და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს.
2025 წლიდან "ქონექთი" საქმიანობას საკუთარი ნავთობტერმინალით ახორციელებს, რაც კომპანიას იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას აძლევს.
"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრში მომსახურე მენეჯერის პოზიციაზე.
არსებითი სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 სთ; შაბათი 10:00 - 14:00 სთ სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, მეთორმეტე კილომეტრი ანაზღაურება: 1500 (Net) ლარი და საბონუსე სისტემა ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; კორპორატიული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო დრო)
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტების შეკვეთის მიღება და შესაბამისი ინვოისის მომზადება;
- მომხმარებლების მომსახურეობა, საწვავის დარიცხვა, განაწილება, ბარათების გააქტიურება, საწვავის ტალონების გააქტიურება;
- კლიენტის მხრიდან ანგარიშსწორების პროცესის მონიტორინგი;
- ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის მიღება. ბარათით გადახდის შემთხვევაში საჭირო რაოდენობის თანხის ჩამოჭრა ტერმინალით და დღის დახურვის მონიტორინგი;
- დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება;
- გაყიდვების მენეჯერებთან და უშუალოდ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, არსებული მომხმარებლების შესყიდვების მონიტორინგი;
- პორტფელების მონიტორინგი და თვის გეგმის შესრულების მონიტორინგი;
- ჯვარედინი გაყიდვების წარმოება;
- კორპორატიული კლიენტების ყოველდღიური მხარდაჭერა - შესაბამის სისტემაში სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში საბარათე-სატალონე სისტემაში კორპორატიული კლიენტების რეგისტრაცია ან/და მათი მონაცემების რედაქტირება;
- ავტოგასამართი სადგურებისთვის საბარათე ტერმინალის რეგისტრაცია;
- ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
- მომსახურების სტანდარტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მნიშვნელოვანია, იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას ენიჭება უპირატესობა;
- სასურველია, ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა;
- მნიშვნელოვანია, საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა და სისტემური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე დოკუმენტაციასთან მუშაობისას;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე 2026 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.