აუდიოვიზუალური ტექნიკის/ღონისძიებების ტექნიკური თანამშრომელი
აუდიოვიზუალური ტექნიკისა და ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის კომპანია "AV RENT / Proelectronics" ეძებს პასუხისმგებლიან და ფიზიკურად მომზადებულ თანამშრომლებს ღონისძიებებზე პერიოდული სამუშაოსთვის.
ამ ეტაპზე ძირითადად გვჭირდება თანამშრომლები სასცენო კონსტრუქციების, სცენისა და პოდიუმების აწყობა-დაშლის სამუშაოებზე. საქმიანობა ასევე შეიძლება მოიცავდეს გახმოვანების, განათებისა და LED ეკრანის მოწყობილობების გადატანასა და მონტაჟში დახმარებას.
სამუშაოს აღწერა:
** საწყობში ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის მომზადება და ავტომობილში ჩატვირთვა; ** ღონისძიების ადგილზე ტექნიკის გადატანა და განთავსება; ** სასცენო კონსტრუქციების, სცენისა და პოდიუმების აწყობა-დაშლა; ** დინამიკების, განათებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟში დახმარება; ** ღონისძიების დასრულების შემდეგ ინვენტარის დაშლა, ჩატვირთვა და საწყობში დაბრუნება; ** სამუშაო ინვენტარის მოწესრიგება და სწორად დასაწყობება.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო არ არის ყოველდღიური და ფიქსირებული გრაფიკით. თანამშრომლის გამოძახება ხდება დაგეგმილი ღონისძიებების მიხედვით, წინასწარი შეთანხმებით. ** შესაძლებელია ამ საქმიანობის შეთავსება სხვა სამსახურთან, სწავლასთან ან სპორტულ საქმიანობასთან. მთავარია როდესაც შევთანხმდებით მოსვლასთან დაკავშირებით 100% ით გამოცხადდეთ დათქმულ დროს. ** სავარაუდო დატვირთვა შეადგენს თვეში დაახლოებით 3-დან 10 ღონისძიებამდე. სეზონურად შესაძლებელია როგორც რამდენიმე გადაბმული სამუშაო დღე, ისე შედარებით ნაკლები დატვირთვა. ყველაზე აქტიური პერიოდი ძირითადად მაისიდან იანვრის შუა რიცხვებამდეა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი დონის პუნქტუალურობა და შეთანხმებულ დროს ადგილზე გამოცხადება იქნება ეს დილის 7 საათი თუ ნებისმიერი დრო; ** პასუხისმგებლობისა და დისციპლინის მაღალი გრძნობა; ** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა ; ** გუნდურად მუშაობის უნარი სხვა გუნდის წევრების მიმართ პატივისცემით მოპყრობა; ** დავალებების ზუსტად შესრულება; ** სამუშაოს მიმდინარეობისას აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა; ** სამუშაო ინვენტართან ფრთხილი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ვისაც აქვს სურვილი იმუშაოს ამ ინდუსტრიაში და განვითარდეს; ** სასცენო კონსტრუქციების ან სხვა ტექნიკური მოწყობილობების აწყობის გამოცდილება აქვს ნებისმიერი კუთხით; ** ტექნიკის მიმართ ინტერესი და ახალი საქმის სწრაფად ათვისების უნარი; ** ღონისძიებების ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია პასუხისმგებლობა, დისციპლინა, ფიზიკური მომზადება და სწავლის სურვილი.
თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაბამისი უნარი და დაინტერესება, შესაძლებლობა მიეცემა ეტაპობრივად შეისწავლოს და განვითარდეს შემდეგ მიმართულებებში:
** სასცენო განათება; ** გახმოვანების სისტემები; ** LED ეკრანები; ** სასცენო და გადახურვის კონსტრუქციები.
ანაზღაურება:
ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული ღონისძიების მიხედვით და შეადგენს დაახლოებით 200-დან 700 ლარამდე, სამუშაოს მოცულობის, სირთულის, ხანგრძლივობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად. გადახდა ხდება ღონისძიების დასრულებიდან 1 კვირის ვადაში.
კონკრეტული სამუშაოს პირობები, განრიგი და ანაზღაურება თანამშრომელს წინასწარ ეცნობება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ:
** სახელი და გვარი; ** საკონტაქტო ნომერი; ** სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა; ** ამჟამად მუშაობთ თუ არა და რამდენად მოქნილი გრაფიკი გაქვთ; ** გაქვთ თუ არა ფიზიკურ ან ტექნიკურ სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება.
CV-ის გამოგზავნა სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599888791 სამუშაოს ძირითადი მდებარეობა: თბილისი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.