8736 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

54KW43EP გამოქვეყნდა 2 სექ 4 ნახვა

Unique Aesthetics მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Unique Aesthetics გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "Unique Aesthetics" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"Unique Aesthetics" არის შპს "აპტოსის" ქოლგის ქვეშ არსებული სადისტრიბუციო კომპანია რომლის პორტფელშიც არის ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო პრემიუმ ბრენდები. ჩვენი პორტფელი მოიცავს შემდეგ წამყვან ბრენდებს: Aptos, Ellure, Allergan, ZO Skin Health, Mesoestetic, Pluryal, Bioformula, Dermapen და Jalupro.

დღეისთვის სადისტრიბუციო ქსელით წარმოდგენილები ვართ 7 ბაზარზე: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, ჩეხეთი, დუბაი და ჰონგ-კონგი. ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვან ფაზაში, რომლის დროსაც უნდა მოხდეს სრულყოფილი მარკეტინგული გუნდის ჩამოყალიბება, პროცესების გამართვა და გაყიდვების გაზრდა.

ჩვენი მიზანია "Unique Aesthetics"-ის, როგორც წამყვანი ესთეტიკური სადისტრიბუციო ბრენდის ჩამოყალიბება და პროცესების გამართვა.

მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ბაზრებზე პორტფელში არსებული ყველა ბრენდის განვითარება - ცნობადობის და გაყიდვების გაზრდა, საიმიჯო ღონისძიებების ჩატარება და საერთაშორისო კონგრესებზე მონაწილეობის მიღება.

სამუშაო ტიპი/სამუშაო საათები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ამილახვარის 15;

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00;

ჩვენ გთავაზობთ: კორპორაციული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

სტრატეგია და დაგეგმვა

** არსებულ ბაზრებზე მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

** ბრენდის ცნობადობის ზრდა როგორც B2B, ისე B2C მიმართულებით;

** მარკეტინგული პროცესების, ვადებისა და KPI-ების განსაზღვრა;

** თითოეული ქვეყნის/ოფისის მარკეტინგული ფუნქციებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა;

** ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვების (launch) და პორტფელში არსებული ბრენდების განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, გადანაწილება და კონტროლი;

** გაყიდვების გეგმების შესაბამისად მარკეტინგული აქტივობებისა და კომერციულ შედეგებზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა.

გუნდის ხელმძღვანელობა და პროცესის დალაგება

** საქართველოში არსებული მარკეტინგის გუნდის მართვა, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;

** მარკეტინგული პროცესებისა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) შექმნა და დანერგვა;

** სხვა ქვეყნების მარკეტინგის გუნდებთან კოორდინაცია — გერმანია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, დუბაი და ჰონგ-კონგი;

** ყველა ბაზარზე რეგულარული და ეფექტიანი კომუნიკაციის პროცესის ჩამოყალიბება;

** ბრენდ მენეჯერების მართვა, მიზნებისა და დავალებების განსაზღვრა და შედეგების შეფასება;

** სოციალური მედიის კონტენტისა და ვიზუალური მასალის ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.

საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაცია და გაყიდვები

** საერთაშორისო ბრენდებთან და მწარმოებლებთან ურთიერთობის მართვა;

** ქვეყნების ხელმძღვანელებთან მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;

** გაყიდვების შედეგების ანალიზი ბრენდებისა და ბაზრების მიხედვით და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;

** ბრენდების გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება;

** მარკეტინგული აქტივობებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ეფექტიანობისა და ROI-ის შეფასება;

** ხელმძღვანელობისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ყოველთვიური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება.

CRM-ისა და მართვის სისტემის აქტივაცია

** ყველა ოფისში CRM-ის გამოყენების არსებული მდგომარეობის შეფასება და ხარვეზების იდენტიფიცირება;

** CRM-ის ეფექტიანი გამოყენებისა და განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება;

** ადგილობრივი გუნდების მხარდაჭერა და ტრენინგი CRM-ის გამოყენების მიმართულებით;

** შესაბამის პლატფორმებზე გუნდის ამოცანების მართვისა და შესრულების კონტროლი;

** გუნდის საქმიანობის ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;

** მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;

** გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების გამოცდილება;

** ბრენდის მართვისა და პროდუქტის ბაზარზე გაშვების გამოცდილება;

** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვისა და კონტროლის გამოცდილება;

** გაყიდვების შედეგებისა და მარკეტინგული ეფექტიანობის ანალიზის უნარი;

** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

** ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.

უპირატესობად ჩაითვლება: საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობისა და რამდენიმე ბაზრის მარკეტინგული აქტივობების მართვის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, 1 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელფოსტაზე:

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Unique Aesthetics" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Unique Aesthetics
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა