პროდუქციის დახარისხების სპეციალისტი
შპს "ბუმბა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის დახარისხების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თ. ჩანტლაძის 28ბ სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება
ძირითადი მოვალეობები
- წარმოებული პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება და დახარისხება
- პროდუქციის დაყოფა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად
- დაზიანებული, დეფექტიანი ან სტანდარტთან შეუსაბამო პროდუქციის გამოვლენა და განცალკევება
- დახარისხებული პროდუქციის შესაბამის ადგილას განთავსება
- სამუშაო სივრცის მოწესრიგებისა და სისუფთავის დაცვა
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობა
- სიზუსტე და ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- დროულ ანაზღაურებას
- პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ ელ-ფოსტაზე.