9668 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

554YVN5N გამოქვეყნდა 23 ოქტ 13 ნახვა

ფინანსური მენეჯერი

დამსაქმებელი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე

კომპანია აცხადებს ფინანსური მენეჯერის ვაკანსიას ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველთვიური /კვარტალური/ წლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობით;
  • ფულადი ნაკადების კონტროლი და პროგნოზირება;
  • დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების (გაყიდვები, მომგებიანობა, ხარჯები) ყოველკვირეული კონტროლი, გადახრების ანალიზი და შესაბამის სამსახურებთან ერთად შედეგების განხილვა;
  • გაყიდვების, მარჟისა და მომგებიანობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • საფასო პოლიტიკის, ფასდაკლებებისა და კომერციული პირობების ფინანსურ ანალიზში ჩართულობა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • საგადასახადო დეკლარაციების კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში წარდგენის მონიტორინგი;
  • სასაქონლო მარაგებისა და შესყიდვების ფინანსური ანალიზი, საწყობის ნაშთების კონტროლი, შესაბამისი რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;
  • ახალი პროდუქტების, ბრენდებისა და ბიზნესმიმართულებების განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა, მათი ფინანსური მიზანშეწონილობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • დისტრიბუციის მართვა
  • RS.GE-ზე ზედნადებების ატვირთვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Retail-სა და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • საბუღალტრო პროგრამა FINA-ს ცოდნა

პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #41
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ვის ვეძებთ?

ადამიანს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ყოველდღიური პრობლემების მოგვარება, არამედ მათი გამომწვევი მიზეზების აღმოჩენა და ისეთი სამუშაო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა