იმერეთის და კახეთის სამედიცინო წარმომადგენელი
ფარმაცევტული კომპანია "Inter Pharma" აცხადებს ვაკანსიას იმერეთის და კახეთის სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან
- ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა
- საპრომოციო მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
- შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან
- ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი;
- შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
- განვითარებაზე ორიენტირება
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი.
პირობები:
- ხუთდღიანი სამუშაო კვირა
- სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
- საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
- საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (პრაქტიკული უნარების და გამოცდილების გათვალისწინებით), შედეგის შესაბამისი წამახალისებელი პრემიები.
დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ფოტოსურათი სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურში მიუთითეთ - რომელ ვაკანსიასთან დაკავშირებით აგზავნით მონაცემებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.