უძრავი ქონების აგენტი
TG HOME აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
ეძებ დინამიკურ სამუშაოს, სადაც შეგიძლია ისწავლო ახალი პროფესია, განვითარდე და საკუთარი შედეგების მიხედვით გაზარდო შემოსავალი? შემოუერთდი TG HOME-ის მოტივირებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გუნდს.
გამოცდილება სავალდებულო არ არის — ჩვენ დაგეხმარებით საქმის საფუძვლიანად შესწავლაში და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
მდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, გიორგი ტოვსტონოგოვის №3, ბიზნესცენტრი "თაიმი" სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 11:00-19:00
რას გააკეთებ ჩვენს გუნდში
- კომპანიის მიერ მოწოდებული ბაზიდან უძრავი ქონების განცხადებების მომზადებასა და შესაბამის პლატფორმებზე ატვირთვას;
- განცხადებებში ინფორმაციის, ფასებისა და ფოტომასალის განახლებას;
- შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხს და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევას;
- კლიენტის საჭიროებებისა და ბიუჯეტის მიხედვით შესაბამისი უძრავი ქონების შერჩევას;
- მესაკუთრეებთან და დამკვეთებთან კომუნიკაციას, შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
- კლიენტებთან შეხვედრას და უძრავი ქონების ადგილზე ჩვენებას;
- გაყიდვისა და გაქირავების პირობებზე მოლაპარაკებების წარმოებას, გუნდის მხარდაჭერით;
- კლიენტებისა და ობიექტების შესახებ ინფორმაციის ბაზაში აღრიცხვას და განახლებას;
- გარიგების პროცესის კოორდინაციას და კლიენტთან კომუნიკაციას მის დასრულებამდე.
- გამართულ კომუნიკაციასა და ადამიანებთან ურთიერთობის სურვილს;
- პასუხისმგებლობას, ორგანიზებულობასა და პუნქტუალურობას;
- ინიციატივას, ენერგიულობასა და სწავლის სურვილს;
- მოლაპარაკების წარმოებისა და გუნდური მუშაობის უნარს;
- კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნას.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ასევე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- პროფესიის ადგილზე, საფუძვლიანად შესწავლას;
- ტრენინგებსა და გუნდის ყოველდღიურ მხარდაჭერას;
- სამუშაოდ საჭირო უძრავი ქონების ბაზას;
- საინვესტიციო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას;
- სამუშაო ვიზიტებისთვის ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
- კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;
- კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- ანაზღაურებას 1 000-5 000 ლარის ფარგლებში, შესრულებული სამუშაოსა და მიღწეული შედეგების მიხედვით.
გამოგვიგზავნე CV ფოტოსურათით ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითე: "უძრავი ქონების აგენტი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: ასისტენტ-მენეჯერი მენეჯერი.