ღამის ადმინისტრატორი
"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.terminal.center/
შემოუერთდი ჩვენს გუნდს ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.
სამუშაო პირობები:
- მისამართი: თბილისი, ვაკე, ი. აბაშიძის ქ. N34;
- სამუშაო საათები: 21:00 PM - 09:00 AM, 15 სამუშაო ღამე თვის განმავლობაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სივრცის წევრებისა და ვიზიტორების მიღება;
- თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
- ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება — დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
- პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
- სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
- გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:
- მომხმარებლებზე ორიენტირებული;
- მეგობრული;
- შეუძლია კომუნიკაცია ინგლისურად;
- შეუძლია გუნდური მუშაობა.
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა.
თუკი ზემოთ აღნიშნული თქვენთვის საინტერესოდ ჟღერს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ღამის ადმინისტრატორი".
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, დამუშავდება შპს "ტერმინალი"-ს მიერ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია, ასევე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე, განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაციის შენახვა მოხდება 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინამდებარე ვადის ამოწურვის შემდგომ ხდება თქვენ შესახებ არსებული ინფორმაციის განადგურება. თუ გსურთ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის (მონაცემების) შემდგომი დამუშავების შეწყვეტა/აკრძალვა ან/და ცვლილება, წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.