9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

58MCFEB5 გამოქვეყნდა 19 ოქტ 19 ნახვა

მალული

მალული

მზარეულის დამხმარე

მალული გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ოქტ

კაფე „მალული“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

„მალული“ - ეს არის პატარა, მყუდრო კაფე, რომელიც უკვე 1 წელია, რაც სიყვარულით მასპინძლობს თავის სტუმრებს. ვინაიდან მშვიდი და მეგობრული ატმოსფერო გვაქვს და არ გამოვირჩევით გადატვირთული რიტმით, ჩვენთან მუშაობა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სიმშვიდეში, სტრესის გარეშე და სასიამოვნო გუნდთან ერთად მუშაობა.

ახლა კი ვეძებთ მზარეულის დამხმარეს ჩვენს პატარა ოჯახში!

ძირითადი მოვალეობები:

  • მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში (პროდუქტების დამუშავება, დაჭრა და ა.შ.);
  • ჭურჭლისა და სამზარეულო ინვენტარის რეცხვა;
  • სამზარეულო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

  • სამზარეულოში ფუსფუსის სიყვარული და ელემენტარული უნარები (დანარჩენ ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით!);
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული.

პირობები და რას გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი (დილის და საღამოს ცვლა);
  • ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში -6 ლარი საათში, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ -8 ლარი საათში;
  • მშვიდ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

სამუშაო ადგილი: ნ.ჩხეიძის ქუჩა (ვორონცოვი)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა