8836 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

58W75BZ5 გამოქვეყნდა 29 სექ 7 ნახვა

Vortex Fitness

Vortex Fitness

დასუფთავების სუპერვაიზერი

Vortex Fitness გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

"Vortex Fitness" არის თანამედროვე და მრავალფუნქციური ფიტნეს სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ გარემოს ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის. დარბაზი აღჭურვილია პროფესიონალური ინვენტარით და აერთიანებს როგორც ინდივიდუალურ, ისე მრავალფეროვან ჯგუფურ ვარჯიშებს.

"Vortex Fitness" ეძებს დასუფთავების სუპერვაიზერს.

სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 1500 ლარი

პოზიციის შესახებ

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ დასუფთავების სუპერვაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ეფექტურ მართვას, გუნდის კოორდინაციას, მომსახურების ხარისხის კონტროლსა და კომპანიის სტანდარტების დაცვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • პერსონალის მართვა, კოორდინაცია და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება:
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა და რესურსების ეფექტური განაწილება;
  • ახალი თანამშრომლების მიღების პროცესში მონაწილეობა, ადაპტაციისა და სწავლების მხარდაჭერა;
  • მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და კომპანიის სტანდარტების დაცვა;
  • მომხმარებელთა უკმაყოფილების შემთხვევების მართვა და დროული რეაგირება;
  • ფილიალში არსებული მარაგების, ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის კონტროლი;
  • ჰიგიენის, უსაფრთხოების და შრომითი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა;
  • ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება;
  • ხელმძღვანელობისთვის ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია საერთო მიზნების მისაღწევად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • MS Office -ის პროგრამების ცოდნა;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ფიტნეს დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობას
  • კარიერულ განვითარებას
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და შეავსე განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე ეს ფორმა

თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის განხილვის მიზნით. ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას შერჩევის პროცესის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Vortex Fitness
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა