8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

59CTEM2J გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

რანერი

რესტორანი ისტორია გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება კვება / რესტორნები
₾1100–1300 / თვეში ბოლო ვადა:

"რესტორანი ისტორია" არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე

ანაზღაურება: 1100₾-1300₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მზა კერძების დროული და სწორი მიწოდება სამზარეულოდან დარბაზში

** მიმტანებთან და სამზარეულოს პერსონალთან კოორდინაცია

** კერძების ვიზუალური და რაოდენობრივი შესაბამისობის შემოწმება

** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა

** მომსახურების პროცესის დაჩქარება პიკის საათებში

** სტუმრებისადმი თავაზიანი და პროფესიული დამოკიდებულება

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)

** სწრაფი და ორგანიზებული მუშაობის უნარი

** გუნდური მუშაობის უნარი

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მზარდი ანაზღაურება,

** სამედიცინო დაზღვევა,

** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა,

** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა

** ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე:, რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
რესტორანი ისტორია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის