8219 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5A01VEMK გამოქვეყნდა 26 აგვ 5 ნახვა

ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი via jobs.ge
თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსობრივი განვითარება; ** სილაბუსების მონიტორინგი და განახლება; ** პროგრამის მიზნებისა და სწავლების შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან; ** წლიური ანგარიშებისა და თვითშეფასების დოკუმენტაციის მომზადება; ** აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ** სტაჟირების ობიექტებთან და დამსაქმებლებთან კომუნიკაცია; ** სასწავლო და საგამოცდო პროცესების კოორდინაცია; ** სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან უკუკავშირის მიღება; ** საგრანტო პროექტების მოძიება, სტუდენტური კვლევითი მუშაობის მხარდაჭერა და საჯარო აქტივობების ინიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი შესაბამისი მიმართულებით; ** სამუშაო გამოცდილება — განათლების სფეროში მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 1 წლისა ხელმძღვანელ პოზიციაზე; ** ინგლისური ენა - მინიმუმ B2+დონეზე; ** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტები; ** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები; ** ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი.

პიროვნული უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** შემოქმედებითი აზროვნების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; ** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

** CV; ** სამოტივაციო წერილი; ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი; ** სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 10 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა