9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5A0PESS1 გამოქვეყნდა 19 ოქტ 34 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

Zudu Doors გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 1,178 ₾ · 21 განცხადება ბოლო ვადა: 20 ნოე
სწავლება · განცხადებაში

"Zudu Doors"-ის გუნდში გაყიდვების კონსულტანტს ვეძებთ!

თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ აქტიური, ყურადღებიანი და გსურს განვითარება ინტერიერისა და თანამედროვე დიზაინის სფეროში - შემოუერთდი Zudu Doors-ის გუნდს!

შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

  • კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების საფუძვლიანი შესწავლა;
  • მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა - პირველადი დაინტერესებიდან შესყიდვამდე;
  • შოურუმში სტუმრების მიღება და მათთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა;
  • ონლაინ არხებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა;
  • შოურუმის მოწესრიგებულ იერსა და პროდუქციის სათანადო პრეზენტაციაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების შედეგებისა და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა.

რას ველით შენგან:

  • გამართულ კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარებს;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და დეტალებისადმი ყურადღებას;
  • ორგანიზებულობას, ინიციატივიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარს;
  • რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე;
  • სამუშაო საათები: 11:00-19:00;
  • ანაზღაურება: 1 200 ლარი + საბონუსე სისტემა;
  • ერთკვირიანი გადამზადების პროგრამა;
  • გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე;
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, პუშკინის ქ. 162.

გინდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდი სოციალურ ქსელებში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა