7930 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5BAMK7MQ გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ფილიალის მენეჯერი

ზღაპარი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურეობა, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე კაკაბეთის 23 -ში (მეტრომშენის დასახლება)

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ და შაბათი 10:00-15:30 სთ

** ანაზღაურება: 1500 ₾

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებისაგან სარეალიზაციო პროდუქციის დროული შესყიდვა და დროული განთავსება სავაჭრო დარბაზში.

** სასაქონლო ნაშთების უწყვეტობისა და გეგმიური შენაძენის კონტროლი.

** გაჩერებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი.

** ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის მიღწევაზე ზრუნვა და გაწერილი გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლი.

** ახალი თანამშრომლის შერჩევა ადაპტირების პროცესის წარმართვა/კონტროლი.

** დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება / სწავლება შესრულებული საქმიანობის კონტროლი.

** მომხმარებელთან სისტემატიური კონტაქტი მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება პროდუქციის მიმღები ოპერატორის, დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე)

** აუცილებელია ოფის პროგრამების ფლობა.

** სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა.

** სასურველი ალკოჰოლურ სასმელებში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა.

** პუნქტუალურობა.

** შედეგებზე ორიენტირებულობა.

** ყურადღებიანობა.

** სწრაფი აზროვნება.

** გუნდის მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ზღაპარი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა